04:11 - 26 Jul, 2026
|
2023-02-21 12:00:56, 668 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ივანიშვილი არც პროევროპელია, არც პრორუსი, ის არის პროთავისი
ბიძინა ივანიშვილი არც პროევროპელია, არც პრორუსი, ბიძა ივანიშვილი არის პროთავისი, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმით, ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, "ყველას ჩამოართმევს ხელს". "ის ყველას ჩამოართმევს ხელს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი. დღეს, ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივად, ის შორდება თანამედროვე დემოკრატიულ ევროპულ სამყაროს და ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)