03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 22:57:27, 1674 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას 460 მილიონ დოლარს უგზავნის, მთლიანი სამხედრო დახმარება 27 მილიარდ დოლარს აჭარბებს

პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, აშშ გამოუგზავნის კიდევ 450 მილიონ დოლარს, ასევე დამატებით 10 მილიონ დოლარს ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ 27 მილიარდ დოლარს გადააჭარბა 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.

460 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის საბრძოლო მასალას HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის და Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის, ასევე საჰაერო სათვალთვალო რადარებს. გარდა ამისა, კიევს გადაეცემა 55-მმ და 120-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები და ოთხი საჰაერო სამეთვალყურეო რადარი.

მანამდე, 20 თებერვალს, კიევში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. The Insider-მა ვიზიტის შემდეგ თეთრი სახლის განცხადება გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics