04:11 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 19:25:12, 729 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამაში,  - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. 

„დასაქმების პროგრამაში, დაახლოებით 4 ათასამდე პოზიცია შეირჩა. ადამიანები დასაქმებული გვყავს როგორც სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებში, ასევე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში, შესაბამისი შტაბის საქმიანობაში. დღესაც ღია ვართ, რომ ჩავრთოთ დაინტერესებული ადამიანების და მივცეთ მათ დასაქმების საშუალება. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს შემთხვევები, რომ ადამიანებმა, რომლებიც დასაქმების პროგრამის ფარგლებში ავიყვანეთ, შემდგომში გამოავლინეს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია და ზოგიერთი მათგანი დღეს უკვე ძირითად შტატშია. ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ამ ადამინებმა მიიღონ მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა და შემდგომში უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდნენ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics