03:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 09:19:47, 1618 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ფრონტზე უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება

უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, გაიმართა ახალი გაფართოებული ფორმატით უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა, რომელზეც მეთაურებმა უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

"გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ მოხსენება გააკეთა ბახმუტის ფრონტზე, გენერალმა იური სოდოლმა ისაუბრა უგლედარის ფრონტზე, დონეცკის ოპერატიულ და ტაქტიკურ ჯგუფზე. მდგომარეობა ძალიან რთულია - ჩვენ ვიბრძვით, ვანგრევთ დამპყრობლების თავდაცვას და უკიდურესად ხელშესახებ ზარალს ვაყენებთ რუსეთს. ისევ და ისევ ვიმეორებ - რაც უფრო მეტს წააგებს რუსეთი იქ, დონბასში, ბახმუტში, ვუგლედარში, მარინკაში, კრემინაში, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics