|
2023-02-19 11:44:12, 1475 ნახვა
პოლიტიკა
ლაიენი - მზად ვართ, საქართველოსთან მუშაობა გავაგრძელოთ, რათა რეკომენდაციების შესრულებაში ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმიანება. როგორც ფონ დერ ლაიენი წერს, ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად, რათა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს. "კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად, რათა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად",- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)