|
2023-02-18 12:56:29, 804 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი გერმანული აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი გერმანული აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა, კლინიკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების საკითხები განიხილეს. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფორმების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა. საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის 2025 წლიდან იქნება სავალდებულო. 2023 წელს კი სამედიცინო დაწსებულებებმა საერთაშორისო აკრედიტაციის პირველი- თვითშეფასების ეტაპი უნდა დაასრულონ. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები, ინდივიდუალურად, შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, თავად გააკეთონ არჩევანი. გერმანულმა მხარემ, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)