05:03 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 11:35:05, 813 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ციხეებში სისტემური დანაშაულები ხდებოდა

ეს განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, ახალაიები მართავდნენ ქვეყანას და ძალოვან სისტემას,​ ​ჩვენს ციხეებში ხდებოდა სისტემური დანაშაულები, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო სააკაშვილის რეჟიმის დასახასიათებლად, რომ როგორმე ევროპამ და დასავლეთმა, უკეთ გაიგოს თუ ვისთან ჰქონდა ქართველ ხალხს საქმე.

„ეს განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, ახალაიები მართავდნენ ქვეყანას და ძალოვან სისტემას,​ ​ჩვენს ციხეებში ხდებოდა სისტემური დანაშაულები. აქ წამების ცალკეულ ფაქტებზე კი არ იყო საუბარი, არამედ ეს იყო არაერთი პატიმრის ყოველდღიური წამება, ანუ დანაშაული, რომელიც ახასიათებდა საკუთრივ სისტემას“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემისთვის დამახასიათებელი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics