|
2023-02-17 23:56:32, 2015 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე რომან გოცირიძეზე - არ ვეთანხმები გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ გადასარჩენია
არ ვეთანხმები გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ გადასარჩენია და როდესაც რუსული ოცნება ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე თანაპარტიელის, რომან გოცირიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ენმ დატოვა. მისივე თქმით, ის არ იზიარებს, მაგრამ პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ პარტია ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად, ზოგი დატოვებს პარტიას, ზოგიც კი შემოუერთდება. "რომან გოცირიძისგან ვისწავლე ძალიან ბევრი პარლამენტში. არ ეზარებოდა ნებისმიერ დროს 24/7 ჩემთვის აეხსნა, ესწავლებინა, გულუხვად გაეცა და გაეზიარებინა თავისი გამოცდილება. ფასდაუდებელი გზამკვლევია ბატონი რომანი პარლამენტში. ყველაზე რთულ დროს მახსოვს ჩემს გვერდით. არ ვეთანხმები გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ გადასარჩენია და როდესაც რუსული ოცნება ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და ვაფასებ მის წვლილს. ცხადია ნებისმიერი წასული დანაკლისია მაგრამ პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა", - განაცხადა წითლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)