04:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 22:45:30, 1672 ნახვა

ომი უკრაინაში
ჰააგამ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საკომპენსაციო ორგანიზაცია შექმნა

პარასკევს, 17 თებერვალს, ნიდერლანდების მთავრობამ ჰააგში დაამტკიცა გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საერთაშორისო საკომპენსაციო ორგანიზაციის - ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის შესახებ.

მათი თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დროს დამპყრობლების მიერ მიყენებული ზარალი უზარმაზარია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმების შექმნა, რათა რუსეთის ფედერაციამ გადაიხადოს ყველაფერი იმისთვის, რაც მან გააკეთა. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ზარალის საფუძვლიანი შეფასება და ამ მონაცემების შემდგომი გამოძიებისთვის დოკუმენტირება.

დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ სავსებით მიზანშეწონილია ჰააგაში ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნა, რადგან ეს ქალაქი „საერთაშორისო მართლმსაჯულების დედაქალაქად“ ითვლება. 

„რეესტრი უნდა გახდეს ყოვლისმომცველი რეპარაციების მექანიზმის პირველი კომპონენტი, რომელიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აგრესორმა სახელმწიფომ უკრაინას მიყენებული ზიანისთვის სრულ კომპენსაცია გადაუხადოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics