06:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 20:39:37, 936 ნახვა

პოლიტიკა
NHC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ არ დაამტკიცოს „უცხოელი აგენტების" კანონპროექტი

კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია, რომელიც იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომიტეტი “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტს.

მათივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკურსი სულ უფრო და უფრო პოლარიზებული ხდება, სადაც პოლიტიკური ლიდერები ფოკუსირდებიან ერთმანეთის დაცინვაზე, მუქარაზე, გალანძღვაზე და ძალადობაზე, ვიდრე კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. 

"ჩვენ ვთვლით, რომ კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია, რომელიც იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში.

საქართველოში პოლიტიკური დისკურსი სულ უფრო და უფრო პოლარიზებული ხდება. პოლიტიკური ლიდერები ფოკუსირდებიან ერთმანეთის დაცინვაზე, მუქარაზე, გალანძღვაზე და ძალადობაზე, ვიდრე კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. მმართველი პარტია "ქართული ოცნება", ხშირად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "მოღალატე" და "მტრები", იმის მაგივრად, რომ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და კომპრომისისთვის შექმნის სივრცეს ... საქართველოს პოლიტიკურმა ელიტებმა ენობრივი მანიპულაციის საბჭოთა ტექნიკები აითვისეს და უფრო ხშირად იყენებენ ამ იდეოლოგიას ყოველდღიურ ცხოვრებაში", - ნათქვამია ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics