08:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 17:26:29, 701 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩა N10ბ-ს მიმდებარედ გზის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 72მ სიგრძის საყრდენი კედელი შენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„ხევძმარის ქუჩის N10ბ-თან ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა და საფრთხისშემცველი მდგომარეობა იყო, რის გამოც საჭირო გახდა გამაგრების სამუშაოების განხორციელება. პროექტის დასრულების შემდეგ, თავიდან ავიცილებთ გზის ჩამოშლის საშიშროებას. ასევე, კედლის მოწყობისთანავე დამონტაჟდება ლითონის დამცავი ღობე“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 360 000-მდე ლარი აქვს გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics