|
2023-02-17 17:24:01, 714 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა და ესპანეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა გამართეს. "მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს - „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ეწვია, სადაც ესპანელი სტუმრები გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)