|
2023-02-16 10:37:52, 835 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი
576 კოლეგა და მე ვეთანხმებით - სააკაშვილისა და სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის მიერ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას. როგორც კრამონი Twitter-ზე წერს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, "სასწრაფოდ ჰუმანიტარული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო". "რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით არის მიღებული. 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით - სააკაშვილისა და სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი სასწრაფოდ საჭიროა ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, რომ საქართველომ ბოლოს და ბოლოს შეძლოს სხვა საკითხებზე კონცენტრირებაც", - წერს კრამონი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია გუშინ, 15 თებერვალს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)