06:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 17:47:07, 1665 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, პაკეტი ირანული ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციებსაც მოიცავს.

ლაიენის თქმით, ახალი შემაკავებელი ზომები 11 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების კრიტიკული ტექნოლოგიებისა და სამრეწველო საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

”დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას სანქციების მეათე პაკეტით”, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალური გავლენის მისაღწევად, შემოთავაზებულია, რუსეთისთვის საჭირო მრავალი სახის სამრეწველო საქონელზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაწესდეს და მათი მესამე ქვეყნების მეშვეობით მოპოვება შეუძლებელი გახდეს.

გარდა ამისა, ახალი პაკეტით, შემოთავაზებულია დაწესდეს შეზღუდვები, მათ შორის, სამშენებლო სფეროში საქონელზე, რომელიც შეიძლება რუს სამხედროებს გადაეცეს.

რაც შეეხება ირანს, ლაიენი ამბობს, რომ სანქციების დაწესება ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებამ გამოიწვია.

"ირანის რევოლუციური გვარდია აწვდის რუსეთს თვითმფრინავებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ამის გამო, ჩვენ ვამატებთ შვიდ ირანულ ორგანიზაციას ჩვენს (სანქციების) რეჟიმს, რომლებიც დაკავშირებულია ორმაგი დანიშნულების საქონელთან", - განაცხადა ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics