06:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 17:05:14, 1469 ნახვა

ომი უკრაინაში
კრამონი - ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა, ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

 ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო და ყველაფრით, რაც გვექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელ ხალხს არ აქვს სურვილი რუსეთის დაპყრობის ან დომინაციის, ისინი მხოლოდ გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან.

"მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა დასაპყრობად, არამედ თავის დასაცავად, არა დომინაციისთვის, არამედ გადარჩენისთვის. ის წარმოუდგენელი ფასი, რასაც უკრაინელები თავისუფლებისთვის იხდიან, ყველა ჩვენგანს უნარჩუნებს თავისუფლებას, იმიტომ, რომ უკრაინა გვიცავს ჩვენ და იცავს ჩვენს დემოკრატიას. იმიტომ, რომ თავისუფლება, რომელსაც კუთვნილად მივიჩნევთ, არასოდეს გვეძლევა საზღაურის გარეშე. მის საფასურს მამაცი ქალები და კაცები თავგანწირვით იხდიან. ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო და ყველაფრით, რაც გვექნება", - განაცხადა კრამონმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics