|
2023-02-15 11:45:40, 1029 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსისა და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება
ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსისა და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარების მიერ ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. ზარქუას თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კანონი უზენაესობით იმართება. "თურმე, თუ კუბილიუსების, ფოტიგებისა და გრეგოროვების თამაშის წესით არ იმუშავებს საქართველო, მაშინ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. აი, წარმოიდგინეთ. ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსისა და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათმა, რომ საქართველო იმართება კანონის უზენაესობით", - განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" გამიზნულად ცდილობს, ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა დააზიანოს და თუ პარტია "ასეთ ქცევას განაგრძობს", შედეგად მიიღებს იმას, რომ ევროკავშირის მიმართულებით გზას ვეღარ გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)