06:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 14:25:01, 1662 ნახვა

ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - რვა ქვეყანა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებს გადასცემს

რვა ქვეყანა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებს გადასცემს,- აღნიშნულის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ მეცხრე შეხვედრაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, უკრაინას T-72-ს ტანკებს ასევე გადასცემენ შეერთებული შტატები და ჩეხეთიც.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას ამერიკული წარმოების პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან. თავის მხრივ, საფრანგეთი და იტალია გადასცემენ SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

ოსტინის თქმითვე, სატანკო კოალიციას უკვე შეუერთდა გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები.

ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა არ გაამჟღავნა ამ სამხედრო დახმარების დეტალები და გადაცემის ზუსტი დრო.

ცნობისთვის, ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში „რამშტაინის“ ფორმატში მეცხრე შეხვედრა მიმდინარეობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics