|
2023-02-13 23:56:08, 1199 ნახვა
პოლიტიკა
ჩალაძე - გაუშვით მიშა, გაძლევთ პირობას, მაგ ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო
გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, მაგ ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა. ჩალაძე ასევე ეხმიანება, იმ ნარატივს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში ჩართულები არიან ლობისტები და სტატიები, რომლებიც იწერება მასზე ხდება თანხის სანაცვლოდ, და სვამს კითხვას თუ ეს ყველაფერი ფულით კეთდება, ბიძინა ივანიშვილს ბევრად მეტი ფული და შესაძლებლობები აქვს და რატომ ვერ აქვეყნებს სტატიებს?! „თუ ფულით ეს ყველაფერი კეთდება, ბიძინა ივანიშვილი რატომ ვერ აქვეყნებს სტატიებს? სად ჩვენ, სად მისი ფული და შესაძლებლობა. გამოვიდა ადვოკატი და იძახის, არ მიქვეყნებენ სტატიებსო. გაუშვით ბიძია ეს კაცი, გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, მაგ ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო. გაუშვით მიშა სააკაშვილი, ნუ შესწირავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)