08:09 - 26 Jul, 2026
|
2023-02-13 15:30:16, 906 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მივესალმები მერაბიშვილის გამოჩენას, ეს მმართველი გუნდისთვის დიდი საჩუქარია
„მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები, ეს მმართველი პარტიისთვის კარგია“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის სანატრელია ოპოზიციაში ლევან ხაბეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის მსგავსი ადამიანების არსებობა. „მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები. ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, ჩვენთვის მხოლოდ კარგია. ნებისმიერი პოლიტიკოსი და მმართველი პარტია თუ ინატრებდა, ოპოზიციაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი. ეს შესრულებულია და სასიამოვნოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)