|
2023-02-10 21:11:08, 993 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა - რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, თუ ეს უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს შეუწყობს
რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობის შემცირებას, რეგიონში კი სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, - ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვმა არაერთხელ უთხრა თავის პარტნიორებს, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მის ინტერესებს აკმაყოფილებს და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი სწორედ სამმხრივი შეთანხმებები გახდა. „ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის რეგიონის კიდევ უფრო ფართო სპექტრის ქვეყნების ინტერესების გაერთიანებას. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მუშაობდეს არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრაზე, სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაზე, საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან საბრძოლველად“, - განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)