07:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 20:30:34, 1542 ნახვა

ომი უკრაინაში
35-მა ქვეყანამ 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ამოღება მოითხოვა

35-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და ავსტრალიამ, 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ამოღებას მოითხოვა, - ამის შესახებ ლიტვის სპორტის მინისტრმა, იურგიტა შიუგჟდინენემ განაცხადა. იუწყება Reuters.

სამიტს ასევე ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აგრეთვე რუსი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებზე არ დაშვება მოითხოვა. 

ზელენსკის თქმით, სანამ რუსეთი კლავს და ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ადგილი არ უნდა ჰქონდეთ სპორტულ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში.

"სანამ რუსეთი კლავს და ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ადგილი არ აქვთ სპორტულ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში, და ეს მოსაზრება არ შეიძლება ვინმემ უგულებელჰყოს და მოხდეს რუსეთის სახელმწიფოს ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება, თუნდაც ნეიტრალური სტატუსით და თეთრი დროშებით, რადგან რუსეთი ახლა ისეთია, რომ თეთრი დროშებიც კი წითელი სისხლის ფერებით შეიღებება", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics