09:42 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 19:20:08, 889 ნახვა

პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ორი კვირის განმავლობაში დორინ რეჩანმა პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.

დორინ რეჩანს აქამდე მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა, 2012-2015 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, დღეს, 10 თებერვალს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics