|
2023-02-10 17:23:33, 873 ნახვა
პოლიტიკა
ვარშავა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს
პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს. გამოცემა Onet-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, ქვეყანამ აღნიშნული მიმართვა სერიოზულად უნდა მიიღოს. “პოლონეთმა გამოთქვა ინიციატივა და მე ამ საკითხზე ბევრ სხვა პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის თაობაზე, რათა მან პოლონეთში იმკურნალოს. ჩვენ გვეშინია, რომ მას საქართველოში, შესაძლოა, ყველაზე უარესი დაემართოს. თუ საქართველოს სურს, თავის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა, რომელსაც საბჭოს დიპლომატიური სამსახური უკვე ადგენს”, - აცხადებს მატეუშ მორავეცკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)