|
2023-02-10 16:02:00, 872 ნახვა
პოლიტიკა
ასლან ბჟანია სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს აფხაზეთში რეაბილიტაციას სთავაზობს
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს აფხაზეთში რეაბილიტაციას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ასლან ბჟანია სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადის ტელეფონით ესაუბრა და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა. საუბრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ბავშვების აფხაზურ სანატორიუმებში რეაბილიტაციის შესახებ. ასევე, სტიქიის შედეგების დაძლევაში დახმარების მიზნით, სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს სირიისა და თურქეთის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ღონისძიებების ორგანიზება დაევალა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)