|
2023-02-10 15:43:33, 1023 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადებებში „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა იკვეთება
მე ვხედავ, რომ პრეზიდენტის განცხადებებში "ნაცმოძრაობის" პროპაგანდა იკვეთება, ვინაიდან რეალობას არ შეესაბამება, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი რუსეთ-უკრაინის ომზე მმართველი პოლიტიკური გუნდის გზავნილებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის მთავარსარდლის განცხადება შეუსაბამო და მავნებლურია. "არაადეკვატური განცხადებაა, შეუსაბამო განცხადებაა, ვითარებასთან შეუსაბამო განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ზოგადად... ალბათ, სჭირდება თავისი პოლიტიკური რენომესთვის. ალბათ, მომავალში რაღაც პოლიტიკური გეგმები აქვს, მიზნები აქვს, თავისი ცხოვრების გზას სხვაგვარად უყურებს", - ამბობს ვოლსკი. შეგახსენებთ, გუშინ, 9 თებერვალს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტიის გზავნილების "არც გაგება და არც გააზრება" შეუძლია. ზურაბიშვილის განცხადებით, "ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას". მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობა რუსეთს აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)