14:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 11:17:30, 1050 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW) მიერ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 84-ე სესიაზე განხილულ იქნა ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიში.

"საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნულ განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ეროვნულ დონეზე კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ გადადგმულ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებიც ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics