|
2023-02-10 09:08:18, 1006 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ნატო-ს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები და საქართველომ თუ თქვა, ძალიან კარგი იქნებაო, რუსეთუმე ხარ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსეთიდან ფრენების შესაძლო აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტად პარადოქსული და სამწუხაროა, როდესაც ამის შესახებ გარედან ისმის კრიტიკა. მისივე თქმით, ნატოს ქვეყნები და საქართველოს სხვა მჭიდრო პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ ძალიან კარგი თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, შენ რუსეთუმე ხარ. „გარედანაც რომ მოდის ხოლმე ეს კრიტიკა, რაღაც ჯგუფებიდან, ეს კიდევ უფრო პარადოქსული და სამწუხაროც არის, მაგრამ თან გაგეცინება ადამიანს. ნატოს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასეთივე პარტნიორები და უფრო მჭიდრო პარტნიორები კიდევ უფრო ღრმა ურთიერთობებით, აი ამ ქვეყნების კომპანიები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ რუსეთმა რომ სანქციები დაუწესა ჩვენს მოქალაქეებს თავის დროზე, 2019 ში, სასჯელი რომ დაუწესა ძალიან კარგი თუ მოხსნიან, შენ რუსეთუმე ხარ. აი ეს არის ლოგიკა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE-ში.”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)