|
2023-02-09 21:54:34, 1011 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი - არასდროს გავაკეთებთ იმას, რაც ბრიტანეთის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის
ჩვენ არასდროს გავაკეთებთ იმას, რაც საფრთხეს შეუქმნის გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, ბრიტანეთს არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე. მან დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი Challenger-ის ტანკების მიწოდების პროცესშია და კიდევ უფრო შორ მანძილზე მოქმედი ტექნიკას მიაწვდის ახლო მომავალში. „ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება [საბრძოლო] თვითმფრინავების მიწოდების კუთხით. დიდი ბრიტანეთი Challenger-ის ტანკების მიწოდების პროცესშია და ჩვენ ასევე მივაწოდეთ [უკრაინას] უფრო შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს გულმოდგინედ ვიღებთ და ამას გააზრებულად ვაკეთებთ. ჩვენ ვიცით პოტენციური ესკალაციის რისკების შესახებ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის საუკეთესო და სწრაფი გზა უკრაინის დასახმარებლად ამ ომის დასასრულებლად, რაც აშკარად ყველას ინტერესებშია. რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით და აგრძელებს უკანონო ომს უკრაინაში“, - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)