|
2023-02-09 13:32:29, 813 ნახვა
პოლიტიკა
ხელვაჩაურსა და ბორჯომში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, ხელვაჩაურსა და ბორჯომში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები იმართება. აქციებზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი. აქციაზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. "ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ვალია, რომ ორგანიზმში სისხლი ავამოძრაოთ იმისთვის, რომ ხალხმა ირწმუნოს, რომ მათი აქტიურობით შესაძლებელია რაღაცის შეცვლა; მათი აქტიურობით შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს დავეხმაროთ. ადამიანი, რომელიც განასახიერებს ევროპას, ინოვაციებს, პროგრესს, ქვეყანაში შემოდინებულ ინვესტიციებს, ეს არის ყველაფერი მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხარეს არის სიბნელე", - უთხრა "ტვ პირველს" ბორჯომში მიმდინარე აქციაზე ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურისა და ბორჯომის გარდა, დღეს აქცია ზესტაფონსა და სიღნაღშიც არის დაანონსებული. რეგიონებში გასვლამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)