|
2023-02-08 22:17:00, 1302 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - სახელმწიფო მთელ თავის რესურსს იყენებს, რომ მოქალაქეები ქუჩაში არ დატოვოს
შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ქალაქის მონახულებისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო კატასტროფების მართვის სააგენტოსთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი ერთი წლის ვადაში აღადგინოს. მან დასძინა, რომ, ბოლო მონაცემების თანახმად, თურქეთში მიწისძვრას 8 574 ადამიანი ემსხვერპლა, 49 133 კი დაშავდა. განადგურებულია 6 444 შენობა. „რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. ამინდის პირობები აშკარაა. შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო. ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დარჩენას. ჩვენი სახელმწიფო მთელ თავის რესურსს იყენებს კატასტროფების მართვის სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად. ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)