|
2023-02-07 14:42:06, 1057 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - სააკაშვილის სამკურნალოდ გათავისუფლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გათავისუფლება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის "საუკეთესო გამოსავალი" იქნებოდა. "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - მისთვის, მისი ოჯახისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - წერს ლანდსბერგისი Twitter-ზე. შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)