15:30 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 12:56:22, 831 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - აბსოლუტურად იზიარებს აზრს, რომ სტრასბურგს მიმართონ და ბრძოლა გაგრძელდეს

რაც მოხდა, სრულიად კანონზომიერია იმ სისტემაში, იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტი იზიარებს პოზიციას, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

"აბსოლუტურად იზიარებს ამ აზრს, რომ უნდა სტრასბურგს მიმართონ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი, არ ეპარებოდა ეჭვი არც ადრე. მოულოდნელი იქნებოდა განსხვავებული რომ ყოფილიყო. ეს რაც მოხდა, სრულიად კანონზომიერია იმ სისტემაში, იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics