|
2023-02-07 12:24:42, 736 ნახვა
პოლიტიკა
მელია - საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, თუ პარტია პარლამენტში რჩება
საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში, თუ პარტია რჩება პარლამენტში,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა შენობის შიგნით უნდა იბრძოლონ. "რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას",- წერს მელია. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. პარტია სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანდატების დატოვებაზე საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)