|
2023-02-03 19:57:43, 919 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას გულისხმობს
უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს დადგენილების პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას გულისხმობს, პროექტს ხელი 90-მა სახალხო დეპუტატმა მოაწერა, - ამის შესახებ პარტია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, ოლენა შულიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, აქედან გამომდინარე ქართულმა მხარემ უნდა შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის, რათა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება. "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის", - წერს შულიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)