10:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 15:46:07, 1616 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი 13-ჯერ დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

2 თებერვლის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მიმართულებით 65-ჯერ გაისროლეს, ხოლო 13-ჯერ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რაიონის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. 

თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი ხუთი წლის ბიჭია, რომელიც საშუალო სიმძიმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, რუსები თითქმის მთელი ღამე ქაოსურად ისროდნენ ხერსონის კვარტალში. ოკუპანტების იერიშის შედეგად სამი ხანძარი გაჩნდა.

ერთ-ერთი ხანძარი სავაჭრო ცენტრის საწყობში გაჩნდა. ჭურვი განყოფილებას პიროტექნიკური საშუალებებით მოხვდა, ამიტომ დაწვას აფეთქებები მოჰყვა. ამ დროს რუსებმა განმეორებითი დაბომბვა დაიწყეს.

გარდა ამისა, დაახლოებით 02:00 საათზე ხერსონის ერთ-ერთ რაიონში რუსული ჭურვი ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. 

"ხერსონის ღამის დაბომბვა. ჯოჯოხეთი. მაშველებმა აღმოფხვრეს შედეგები“, - წერს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსი სერგეი კრუკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics