|
2023-02-03 14:05:03, 894 ნახვა
პოლიტიკა
ჯონსონი - როცა უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიის საფრთხეს მოვხსნით
როცა უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს მოვხსნით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონის თქმით, საფრთხის მოხსნა მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური შეფერხებების რისკებს დაასრულებს. "როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ის გაიმარჯვებს, როცა პუტინს უკან დაახევინებენ, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს მოვხსნით. საფრთხის მოხსნით, დავასრულებთ დამატებითი ეკონომიკური შეფერხებების ისეთ რისკებს, როგორიცაა გაზის და საკვების ფასების მკვეთრი ზრდა, რაც ჩემს ქვეყანაში, აშშ-სა და მსოფლიოს გარშემო ადამიანებს შეეხოთ", - განაცხადა ჯონსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)