16:45 - 14 Jul, 2026
|
2023-02-02 22:04:30, 964 ნახვა
საზოგადოება
შალვა გოჩიტაშვილი - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 99 წლის გახდა
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ შალვა გოჩიტაშვილს კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა 99 წლის იუბილე მიულოცეს. შალვა გოჩიტაშვილი მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანია კასპის მუნიციპალიტეტში. იგი ომში 17 წლის წავიდა და ომის დასრულებამდე უკრაინის ფრონტზე იბრძოდა. ომის ვეტერანმა გაიხსენა ბრძოლის ეპიზოდები, თანამებრძოლები და აღნიშნა, რომ ის მთავრობისგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას ყოველთვის გრძნობს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ბატონ შალვას დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)