14:30 - 26 Jul, 2026
|
2023-02-02 16:59:09, 818 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე!
ოპოზიციონერი ლიდერი კახა ოქრიაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სიღარიბის დასანახად და მის მოსაგვარებლად პრობლემის ბოლომდე გააზრებაა საჭირო. "ისევ ეკონომიკაზე: NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად. ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დასაქმებულებად. ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე! პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება!,- განაცხადა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)