14:27 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 16:24:36, 746 ნახვა

პოლიტიკა
„ქვეყნის ევროპული მომავალი სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა მიბმული“- ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხები განიხილა. 

როგორც ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავალი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე "პირდაპირ მიბმულია".

"ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, მის გადარჩენაზე. იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პირდაპირ მიბმულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება და ამ პერსპექტივამ შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს, თუ ფატალურად დამთავრდა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. 

ცხადია ვისაუბრეთ  ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობაზე. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე და ცხადია, იმ პრობლემებზე, რომელსაც ამ პუნქტების შესრულებისას ვაწყდებით. “ქართული ოცნება” ცდილობს, ეს ყველაფერი არ შეასრულოს", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics