|
2023-02-02 16:30:58, 969 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ჩინეთის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. „აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე და ამ პროცესში ვგრძნობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები შემცირდა, რესურსი დიდია და იმედი გვაქვს, ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას შევძლებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა შეხვედრაზე ქართული ღვინის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობის კუთხით, დიდია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს და მიმდინარე წელს გუანჯოუსა და შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენების გახსნაში მიიღოს მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)