|
2023-02-02 14:55:51, 1318 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სააკაშვილის დაცინვა და გადასცეს ის უკრაინას
კატეგორიულად ვაპროტესტებთ საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს ხელისუფლება საბჭოთა კავშირის უარეს ტრადიციებში იყენებს სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება საჭირო სამედიცინო მკურნალობაზე და მის სიცოცხლეს საფრთხეს განზრახ უქმნის. „უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის დაცინვა და გადასცეს ის უკრაინას. ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე მივმართავთ უცხოეთის ხელისუფლებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)