|
2023-02-02 14:46:26, 752 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, შეიძლება იყოს სხვადასხვა
გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს და მეგობრის ანალიზის პასუხს აქვეყნებს, სადაც მძიმე მეტალების შემცველობის მაჩვენებელია ასახული. როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, "ომის პარტიის" წარმომადგენლების მტკიცებით, ეს თურმე მოწამვლას ნიშნავს. „ანუ ეს ვისი ანალიზიც არის, ეს ადამიანი მოწამლულია?!“ - სვამს კითხვას დეპუტატი. „გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა. ომის პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს თურმე მოწამვლას ნიშნავს. ანუ ეს ვისი ანალიზიც არის, ეს ადამიანი მოწამლულია?! ალბათ ხვდებით, რა დონის ფეიკებით ცდილობენ ყალბი ნარატივის დალაგებას და საქართველოს იმიჯის დაზიანებას!“ - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)