|
2023-02-01 18:45:13, 858 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეპატები გაიმართება
მე მივიღე რამდენიმე წერილი მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებიც ნამდვილად შემზარავია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. ფოტიგამ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ გამართულიყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დებატები. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას. "მე მივიღე რამდენიმე წერილი მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებიც ნამდვილად შემზარავია. მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ სასწრაფო დებატები გამართულიყო სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა. გაათავისუფლეთ სააკაშვილი ახლავე", - წერს ფოტიგა შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დებატების გამართვა მოითხოვა, წინადადებას კი სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)