11:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 15:56:10, 1495 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა ლატვიის ელჩთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტე მენდეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა აქტუალური მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მზარდია ლატვიასთან სავაჭრო დინამიკა, განსაკუთრებით, ექსპორტი, რომლის მაჩვენებელიც 2022 წელს 31 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ინვესტიციებს, ითქვა, რომ ლატვიიდან კაპიტალი წარმატებით მიემართება ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სხვ.  ხაზი გაესვა ლატვიასთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ ლატვია ევროკავშირის „თვინინგის" პროგრამის ფარგლებში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

"შეხვედრაზე ითქვა, რომ ლატვიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის წევრიც ლატვიის სეიმის სპიკერი ედვარდს სმილტენსია. აღინიშნა, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი კიდევ ერთი წარმატებული პლატფორმა იქნება ორმხრივი კავშირების გამყარების მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics