|
2023-02-01 12:08:24, 1331 ნახვა
პოლიტიკა
ფეიგინი - საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, 20 თებერვალს ახალ გლობალურ აქციას ვატარებთ
საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას,- ამის შესახებ რუსი ბლოგერი და უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში წერს. ფეიგინი დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. "საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვახორციელებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დამამცირებელი მოპყრობით, გამოვიდნენ საკუთარ დედაქალაქებში პარლამენტთან და სამთავრობო შენობებთან. ამ პროცესში უნდა ჩაერთოთ",- წერს ფეიგინი. ცნობისთვის, მარკ ფეიგინის ინიციატივით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებით აქციები გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)