|
2023-02-01 11:11:26, 1072 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური წვრთნები ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა. წვრთნები სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველოს (ბარისახოს) ტერიტორიაზე განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. წვრთნების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეითად პატრულირების დროს ორი ან მეტი პირის შემადგენლობით განწესის ტაქტიკური გადაადგილების სქემას, იარაღის გამოყენების უსაფრთხოების წესებს, პირის შეჩერების, აგრეთვე, მისი ქვეითად და ავტომანქანით ბადრაგირების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)