|
2023-01-31 13:33:21, 972 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე - „ვივამედის“ პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს, გვემუქრებიან - ყველა პირი დასახელდება
ეს მუდმივად ხდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, მუქარის ქვეშ - მემუქრებიან მათ შორის მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუქარის ავტორი ყველა პირის ვინაობა დასახელდება და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნულ ქმედებებს სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. "კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გვემუქრებიან ყველა ექიმს - იქნება კონკრეტულად ეს დასახელებული, ამიტომ ვაკეთებ განცხადებას. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე არა ჩვენზე კონკრეტულად, უკვე ოჯახის წევრებზე. ამიტომ, ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით, ალბათ, დაკავდება შესაბამისი სამსახურები, მე ვფიქრობ - რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ყველა ამ ქმედებას მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს იცოდეს ყველამ. მემუქრებიან მათ შორის მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც. ეს არის სატელეფონო, სოციალური ქსელით და ა.შ." - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)