|
2023-01-31 00:00:29, 1011 ნახვა
პოლიტიკა
ენტონ ბლინკენი - დაძაბულობის განსამუხტად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა
დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მისივე თქმით, იერუსალიმთან მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა. "დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა. პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ასეთ ქმედებას და მასთან ერთად, ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რისი მიზანიც მსხვერპლის ვინაობისგან დამოუკიდებლად უდანაშაულო ადამიანების მოკვლაა, მკაცრად ვგმობთ. შურისძიება სათანადო პასუხი არ არის. ამას მსხვერპლად კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება" - განაცხადა ბლინკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)