|
2023-01-30 18:15:19, 850 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი რიაბკოვი - ამერიკისა და რუსეთს შორის ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შეიძლება შეწყდეს
ამერიკისა და რუსეთს შორის ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შეიძლება შეწყდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშინგტონი გააზრებულად ხელმძღვანელობს მისივე ეგოისტური ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ. მან დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ აღებულმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების შეწყვეტა. "სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით ვაშინგტონის საკმაოდ გააზრებულ ქმედებებს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ეგოისტური ინტერესებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ... START-იც ამ კურსის მსხვერპლი შეძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ სცენარისთვის", - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-ამერიკის ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას ვადა 2026 წლის 4 თებერვალს გასდის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)