17:27 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 14:34:27, 820 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი

ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც დაკავშირებული იქნება მისი თავისუფლებისთვის ბრძოლასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" უკვე მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან გამარჯვება ასევე მიუძღვნა დანარჩენ კანდიდატებს და მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ და  "სერთო მტრის წინააღმდეგ" ერთად იბრძოლონ.

"ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა,რომ ჩვენი გატეხვა ამ ბრძოლაში არის შეუძლებელი. და ეს გამარჯვება ეძღვნება ყველა პოლიტპატიმარსა და უკრაინაში მებრძოლებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ მყარად. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას, ნონას და გიორგის მხარდამჭერებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობთ ხელს და გთავაზობთ, გავერთიანდეთ სერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. დროა, ხელებია ავიკაპიწოთ და გადავერთოთ მთავარ საქმეზე. ბიძინას კი მის მარიონეტებს მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე მართლა მოიყარა შავმა ღრუბელმა",- ამბობს ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა არჩევნებში ხმების 52,58% მიიღო, რითაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაამარცხა.

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics